მიმდინარე კვირაში მერია მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგ ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. იმის გამო, რომ გასული პერიოდის განმავლობაში პარკინის მშენებლობით არცერთი კომპანია დაინტერესდა, თბილისის მერი ბიზნესმენებს შეხვდა და სხვა პროექტებთან ერთად აღნიშნული თემაც შესთავაზა. შეიცვალა პირობებიც, კერძოდ 25 წლის ვადით მმართველობაში გადაცემის ნაცვლად, დაინტერესებულ ბიზნესს მიწა საკუთრებაში გადაეცემა.
„ეს ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზეა შერჩეული, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა ძალიან მაღალია. ჩვენ შევხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გავაცანით ამ თემის მნიშვნელობა. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა რომ 25 წლიანი აღსრულების უფლებით გადავცემდით მიწის ნაკვეთს, თუმცა ამასაც ვცვლით და ვისაც უკვე კონკრეტული პროექტი ექნება, საკუთრებაში გადავცემთ მიწას. საუბარია 715 საპარკინგე ადგილზე“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
პარკინგებისთვის გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა შერჩეული.

























