მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტირება 11 მლნ ლარამდე დაჯდება

5c3efe70a8236
დათო ჯალაღონია
16.01.19 13:49
1019
თბილისში მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან ლილოს ბაზრობამდე მეტროს ახალი ხაზის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბაზრის კვლევა დაასრულა.

„ეს არის მეტროს მესამე ხაზი - „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან ლილოს ბაზრობამდე, საერთო ჯამში, 8 ახალი სადგურის მშენებლობა და მეტროს ხაზის გაყვანა იგულისხმება. სატრანსპორტო კომპანიამ დღეს მიიღო დავალება და რამდენიმე დღეში პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ვფიქრობთ, რომ ჯამში მაქსიმუმ 9 თვეში დასრულდება და შემდეგ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, საპროქტო სამუშაოებზე ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ მეტროს ახალი ხაზის გასაყვანად მხოლოდ პროექტირება 10-11 მილიონი ლარი დაჯდება.

„მაგრამ როგორც წესი, ბაზრის კვლევაში ღირებულება მაღალია და შემდეგ, ქვემოთ ჩამოდის ხოლმე. ამას სატრანსპორტო კომპანია დააფინანსებს, რისთვისაც მას თანხა გამოეყო და შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით დაფინანსდება“, - აღნიშნა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები