მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხაილ პოდოლიაკმა მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრთა მოწამვლის ცნობებს "შეთქმულების თეორია" უწოდა - Ukrinform

6241fb9cf291a
BM.GE
28.03.22 22:08
1245
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

Ukrinform-ის თანახმად, ასე გამოეხმაურა პოდოლიაკი ცნობებს, მოლაპარაკებათა ჯგუფის სამი წევრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ.

„მოლაპარაკებათა ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საინფორმაციო სივრცეში ახლა ბევრი სპეკულაცია, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ "საინფორმაციო თამაშის" ელემენტებია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მოლაპარაკებათა ჯგუფების წევრები დღეს მუშაობენ რეგულარულ რეჟიმში,"- განაცხადა პოდოლიაკმა.

დღეს ჟურნალისტური გამოძიების ცენტრ Bellingcat-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დელეგაციის სამ წევრს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, აღენიშნებოდათ ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები. ასევე სავარაუდოდ, რუსი მილიარდერ რომან აბრამოვიჩსაც აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები. 

დღესვე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია Wall Street Journal-მაც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები