მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე სებ-ის გაძლიერებაში და თამამად ვტოვებ მას"

5bc5e84645d09
BM.GE
16.10.18 17:30
1255
"მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე ეროვნული ბანკის გაძლიერებაში და თამამად ვტოვებ მას", - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების რეპლიკებს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

"თუკი ეროვნული ბანკის ისტორიას გადავხედავთ, კანონმდებლობით, ასეთი ძლიერი უფლებამოსილებების ინსტიტუტი მე არ მახსოვს და ეს უფლებამოსილებები, საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნულ ბანკს პარლამენტმა მიანიჭა", -განაცხადა მურთაზ კიკორიამ. აქვე ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა, ახალ საბანკო რეგულაციებს არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კრიტიკით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძე გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა და ხელისუფლება მის საქმიანობაში ერევა, რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ტოვებს თანამდებობას, ახლად დანიშნული ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები