საზოგადოება 20/30-ის ყოფილი ექსპერტი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა დააწინაურეს.
როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მიხეილ დუნდუა დღეიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა; მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ, თაბუაშვილმა სამინისტრო დატოვა.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობას, როგორც bm.ge-ის სამინისტროში განუცხადეს, პოსტი ჯერჯერობით, ვაკანტურია.