მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამ პოსტზე მან გიორგი თაბუაშვილი შეცვალა, რომელიც თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა.
ინფორმაცია bm.ge-ს შემოსავლების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გიორგი თაბუაშვილი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შეინარჩუნებს, რომელსაც პარალელურად იკავებდა და მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს.
მაისიდან დღემდე დუნდუა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. პარალელულად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
განათლება:
2014 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი
• 2001-2003 წწ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, მაგისტრატურა,ეკონომიკის მაგისტრი
• 1997-2001 წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი,
სამუშაო გამოცდილება:
• 12.07.2018წ.-დღემდე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
• 01.05.2018-11.07.2018წ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
• 2016-2018წწ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
• კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბჭოს წევრი, ასისტენტი, ლექტორი
• 2015-2017 ტელეკომპანია „ჯიდიეს“-ის (GDS), კონსულტანტი, გადაცემა „20/30“
• შპს“ქეფითალ რისერჩ სენთერ”-ის დირექტორი
• შპს “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” (GBC) დირექტორი
• 2014წ.- „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის და ეკონომიკის სკოლის საბჭოს წევრი, ლექტორი, მკვლევარი
• 2013-2014წ - ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინა“ დირექტორი
• 2012-2014წწ- „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი
• 2012წ- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
• 2012წ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევების და კონსულტაციის ცენტრის მკვლევარი
• 2010-2012წწ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
• 2008 - 2010წწ - შპს “ჯორჯიან ბიზნეს ვიკის” დირექტორი
• 2006 - 2008წწ- ბიზნეს-სააგენტო “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის”(GBC) ხელმძღვანელი
• 2000 - 2006წწ- "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
• 2002- 2006წწ- გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქტორი, მთავარი რედაქტორი
• 2004–2006წწ- ტელეგადაცემა "საქმე და ეკონომიკა" (ტვ კავკასია). ანალიტიკოსი, მიმომხილველი
• 2001წ – ტელეგადაცემა "საქმე" (I არხი). ანალიტიკოსი, მიმომხილველი;

























