მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ჯანელიძე: "ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში"

5b0a9afff098b
მარიამ ადამია
27.05.18 16:22
710
მას შემდეგ, რაც ლევილის მამული საქართველის გადაეცა, სახელმწიფომ მმართველი საბჭოს დაფუძნებით აიღო ვალდებულება შექმნას ქართული ისტორიულ-კულტურული კერა ევროპაში. მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დაგეგმილ შედეგამდე აუცილებლად მალე მიგვიყვანს” - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართული დიასპორის ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ფრანგული კომპანია უკვე მუშაობს საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეფციაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც კონცეფციას ამზადებს საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტით ამ სამუშაოების ჩატარებას. კომისია მუშაობს. იმედია, ამ პროცესში ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებულია და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში” - განაცხადა მინისტრმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა მიმდინარე წლის 16 ივნისს ლევილის მამულში დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნება, რომელშიც მონაწილეობას საფრანგეთში მოღვაწე მთელი ქართული დიასპორა მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები