მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ სააკაშვილი: თვითონაც გაოგნებული ვარ იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა

57f942602e7c8
BM.GE
08.10.16 22:58
1764
„მე თვითონაც გაოგნებული ვარ იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სააკაშვილი მხარდამჭერებს თითოეული მანდატის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ფაშისტური პატრიოტთა ე.წ. ალიანსი ვერ ლახავს ზღვარს, ამ მომენტში პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის, ორ პარიას შორის (ენმ და ქართული ოცნება) არის სულ რამდენიმე მანდატი. შემოსული ოქმებით მაჟორიტარულ ოლქების აბსოლიტურ უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს.
ახლა კომისიებში უნდა ვიმუშავოთ ძალიან მაგრად, არავინ უნდა მიატოვოს პოსტი. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა. ყოველწუთიერად შედეგები იცვლება უკეთესობისკენ. ბოილომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული. აბა თქვენ იცით, მე თვითონაც გაოგნებული ვარ იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. თქვენ იმედზე ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები