მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

5cfa729921815
მიშა ხაჩიძე
07.06.19 18:14
912
მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტია ”უდარის” თავმჯდომარეობაზე დათანხმება მისი პრინციპებისგან გადახვევა იქნებოდა.

საქართველოს ექს პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ზე, ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ მას არასდროს, არც საქართველოში და არც უკრიანაში, პრინციპების ზიანის სანაცვლოდ არ უმოქმედია.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, იგი უკრაინაში 'შესაძლებლობების საძებნად და ნებისმიერ ფასად პოლიტიკური თანამდებობებისთვის ან საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩასულა’’ არამედ, მისი ჩასვლის მიზანი "უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლაა’’.

შეგახსენებთ, რომ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები