მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი - ფორსაჟის საქართველოში გადაღება ფილმის სექტორში ინვესტიციის მოზიდვას დაეხმარება

5e3542ddeca06
BM.GE
01.02.20 13:08
2347

ჰოლივუდური ბლოკბასტერის - "Fast&Furious 9"-ის პირველი ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა, მასში თბილისსა და რუსთავში გადაღებული კადრები ჩანს. ფილმის გადაღებები საქართველოში, კერძოდ თბილისსა და რუსთავში 2019 წელს ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ის ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ფორსაჟის მეცხრე ეპიზოდის ნაწილის საქართველოში გადაღება კინოინდუსტრიის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის არის მნიშვნელოვანი. 

"აღნიშნული გამოცდილება, მითუმეტეს ისეთი რთული ფილმის გადაღება, როგორიც არის "ფორსაჟი" მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა უფრო მეტი ამერიკული კომპანია დავაინტერესოთ და მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ფილმის სექტორში. ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის და სერიალის საქართველოში გადაღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები." - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

FF9-ს მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 22 მაისს იგეგმება.

ფილმის ტრეილერი



ფილმის კადრები:




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები