მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზანია, მორჩილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი შეიქმნას - ბიბილაშვილი NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

ზაზა ბიბილაშვილი

“ქართული ოცნების” მიზანია, შექმნას ახალი, სრულიად მორჩილი ე.წ არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - ასე აფასებს „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალი სსიპ-ის შექმნას.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა BMG-ის განუცხადა, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების რეალური მიზანი სამთავრობო ინტერესების გატარებაა, რაშიც გადასახადების გადამხდელების ფული დაიხარჯება.

“რეჟიმის მიზანია, შექმნას ახალი, სრულიად მორჩილი ე.წ არასამთავრობო და სინამდვილეში სამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. საუბარი იმაზე, რომ რაღაც სახელმწიფო ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ცინიზმია, რადგან ქართული სახელმწიფო უკვე წლებია მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, საუბარი იქნება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და არა დემოკრატიის, ადამიანების უფლებების, თავისუფალი სასამართლოსი, რაზეც აქამდე მუშაობდა არასამთავრობო სექტორი.

ეს მკვდრადშობილი პროექტია, რომელიც ჩვენ დაგიჯდება მრავალი მილიონი და კონკრეტულ ჩინოვნიკებს გაამდიდრებს. ეს იქნება სამოქალაქო სექტორში ლეგალიზებული კორუფცია, რომლითაც “ქართული ოცნება” შექმნის ახალ სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელს და მათ პირდაპირ სამთავრობო დავალებას მისცეს, რათა მათ ის აკეთონ, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ქმნის. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები