მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზანშეწონილია კანონის გაუქმება - ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო "ოცნების" FARA-ზე

ევროსაბჭო

ევროსაბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს დასკვნით, მიზანშეწონილია "ქართული ოცნების” მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) გაუქმება.

25 აგვისტოს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, კანონში მოცემული ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლების უფლებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა რამდენიმე უფლებაზე.

გარდა ამისა, კანონის დებულებების გარდაუვალი ეფექტის გათვალისწინებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრძალავს ევროპულ სტანდარტებთან სრულიად თავსებადი მიზნების მისაღწევად უცხოური მხარდაჭერის მოძიებას, აწესებს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებულ ვალდებულებებს, ადგენს სანქციების გადაჭარბებულ ხასიათს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება აუცილებლად ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

დოკუმენტი ასკვნის, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან. შედეგად, იგი ასკვნის, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების აღსრულების ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის შეწყვეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები