მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზები, რატომაც საქართველოში BEKO-ს წარმოების ნაწილი ვერ გადმოდის - მეჰმედ მელექი

648c5080568a6
თელარა გელანტია
16.06.23 22:00
831
ბაზრის მცირე ზომა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია BEKO-ს წარმოების ნაწილის გადმოტანა ვერ მოხერხდა.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „BEKO საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

„რამდენჯერმე იყო მცდელობა, გადმოგვეტანა BEKO-ს წარმოების ნაწილი საქართველოში, და ინვესტიცია აქ ჩაგვედო, მაგრამ სამწუხაროდ, ბაზარი პატარაა. ამის გარდა, ის პირობები ვერ შეიქმნა რაც საჭიროა - ვგულისხმობ წარმოებისთვის საჭირო პირობებს - მაგალითად, შენობისთვის ადგილს, გადასახადების საკითხს, გამოწვევაა კადრები, რომლებზეც დეფიციტია, ამიტომ ამიტომ გადავდეთ <ინვესტირება>, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, - თქვა მეჰმეთ მელექმა.

კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი, 5 სერვისცენტრი, 800 დასაქმებული და ასობით ათასი მომხმარებელი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები