მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო - ღარიბაშვილი ყაზახ კოლეგას

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე

თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.

ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა”, -  განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთიდან ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები