მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ევროპაკონცერტის შემდეგ საქართველო უფრო ახლოს იქნება ევროპასთან, და ევროპა საქართველოსთან - გიორგი რამიშვილი

1 მაისს წინანდლის ამფითეატრში კონცერტს გამართავს ბერლინის ფილამრონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით
26.02.24 17:31
312

1 მაისს წინანდლის ამფითეატრში კონცერტს გამართავს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. ამის შესახებ დღეს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ღონისძიების მასპინძლებმა და ორგანიზატორებმა.

„1 მაისს გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი გავხდებით. პირველად ჩვენს ქვეყანაში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო ბარენბოიმის ხელმძღვანელობით, საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავთან, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან, ერთად წინანდლის მამულში ბრამსის და ბეთჰოვენის მუსიკას გააჟღერებენ. წინანდალი ამისთვის საუკეთესო ადგილია და ახლა საუკეთესო მომენტია ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. როგორც ყველა ქართველი, მე ვამაყობ, რომ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე ვარ და ამას გარდა, წილად მხვდა პატივი ვუმასპინძლო მუსიკის ამ ზეიმს მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ დღეს ასე აუცილებელია.“ განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა. ამ დღის აღსანიშნავად ყოველ წელს ორკესტრი ევროპის სხვადასხვა ქალაქში მართავს ევროპაკონცერტს (Europakonzert), რომელიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის გამორჩეულ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. 2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას დაევროპაკონცერტის მასპინძლობას წელს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საქართველომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება იზეიმა.

ლიზა ბათიაშვილი: „ბერლინ ფილარმონიკის ევროპა-კონცერტი, რომელიც ჩემს სამშობლოში, საქართველოში, გაიმართება, უდავოდ განუზომელი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი პრესტიჟული და გლობალური მასშტაბის ღონისძიება და არც ისე ბევრი მაღალი რანგის უცხოურ სიმფონიური ორკესტრი ჩამოსულა. 1960-იან წლებში კლივლენდის ორკესტრმა გამართა თბილისის ოპერაში, რაც ჩვენი მშობლების თაობას კვლავაც ახსოვს. 2017 წელს სილქ როუდ ჯგუფის ორგანიზებით ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა სწორედ წინანდალში გამართა კონცერტი და ახლა წინანდალი ევროპაკონცერტს უმასპინძლებს. პირადად ჩემთვის, ჩემი ორი სამშობლოს ჰარმონიული ერთიანობა ასეთ მაღალ მუსიკალურ დონეზე, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტია“.

ანდრეა ზიცმანი, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი.: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპა-კონცერტი 2024 გაგვემართა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილად მიგვაჩნია და რომელიც ბევრი შესანიშნავი ხელოვანის სამშობლოა, ვინც საერთაშორისო კულტურულ ლანდშაფტს ამდიდრებს. მოუთმენლად ველით ბევრ ახალ შეხვედრას წინანდალში და თბილისში და ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას.“

ევროპაკონცერტის გენერალური სპონსორია სილქ ჰოსფითალითი.

ღონისძიების წარმდგენია TBC Concept, მხარდამჭერები Visa და Mercedes-Benz Georgia.

შესრულდება:

იოჰანეს ბრამსი: კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის , რე მაჟორი, თხზ. 77

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: სიმფონია N.5 დო მინორი , თხზ.67

დირიჟორი: დანიელ ბარენბოიმი

სოლისტი: ლიზა ბათიაშვილი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია 26 თებერვლიდან Tkt.ge -ზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები