"მტკიცედ მჯერა, მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
მისივე თქმით, სურს საქართველოსთან დიალოგის განახლება, რათა სურთ რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
"18 თვის წინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 18 თვის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ კარგი მიმართულებით არ იყო. სწორედ ამიტომ, დეკემბერში ვცადე საქართველოსთან ერთად მუშაობა საჭირო რეფორმებისთვის, რადგან გვყავს თბილისში გუნდი, რომლებიც მუშაობენ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს.
კიდევ ერთი წარმატება იყო სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა კანონებსა და შესწორებებზე იმუშავებდა და გვსურს, დიალოგი განვაახლოთ, ერთად ვიმუშაოთ, სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს, რათა ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის.
მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. გვჭირდება ერთად მუშაობა. გვინდა, რომ განვითარება სწორი მიმართულებით იყოს, გვინდა მეტი საუბარი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმით, მაგრამ ახლა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.




























