მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"

5c8b61bbf1aea
BM.GE
15.03.19 12:23
472
საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა.

„ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას," - განაცხადა NEXI - ის პრეზიდენტმა.

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები