"გულწრფელად შემიძლია აღვნიშნო, რომ EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ ნამდვილად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია", - განაცხადა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი განცხადებით, ბანკმა უკვე 3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.
"საქართველოში განხორციელებული პროექტების, ინვესტიციებსა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების იმპლემენტირებას სხვა ქვეყნებშიც ვცდილობთ. მჯერა, რომ არსებული მდგომარეობა საქართველოს გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომელთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.
სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. EBRD-ის პრეზიდენტმა შეხვედრები სამთავრობო სექტორთან უკვე გამართა.

























