მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MKD-ის წარმომადგენლობით სებ-ის და ბანკის წინააღმდეგ სარჩელები აღიძრა, მიზეზი - სანქციებია

MKD

ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-ს წარმომადგენლობით, ეროვნული ბანკის და ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის წინააღმდეგ ორი სარჩელი აღიძრა, რომლებიც კომპანიის პარტნიორის სანდრო სამადბეგიშვილი განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. შესაბამისი განცხადება იურიდიულმა კომპანიამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

"იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ წარმომადგენლობით, აღძრულია სარჩელები, ერთი მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის (სამოქალაქო დავა) და მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ (ადმინისტრაციული დავა). ორივე სარჩელი, ერთობლიობაში, ეხება ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა ხარვეზიან იმპლემენტაციას ქართულ სამართლებრივ სივრცეში ისევე, როგორც კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო მოთხოვნათა გადაჭარბებულად ფართო ინტერპრეტაციას, რითაც მარწმუნებელს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგება.

“მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სებ-ის შესაბამისი ბრძანებები, თავისი ფორმითა და შინაარსით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ისევე, როგორც საერთაშორისო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრეცედენტული ხასიათის მატარებელი ორივე სარჩელი სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული”, - აცხადებს ფირმის პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს.

ცნობისთვის, იურიდიული ფირმა MKD LAW და მისი პარტნიორები Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში ქართველი ბიზნესმენის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდნენ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავა 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასში სამი ქვეყნის - შვეიცარიის, სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლო იყო ჩართული. 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ ბანკს 607 მილიონი დოლარის გადახდა დაავალდებულა. სინგაპურში მიმდინარე დავის საგანს კი 800 მილიონი დოლარი წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები