მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარი დაუჭირე “ბათუმელები/ნეტგაზეთის” ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის - დონაციის ბმული

232
05.07.25 16:06
1875

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი" მკითხველისგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს. მედიაორგანიზაციაში, რომლის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაკავებულია, აღნიშნავენ, რომ კრიტიკული მედია განადგურების ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა.

დონაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

"ჩვენი არსებობის 24 წლის განმავლობაში პირველად ხდება, როცა მკითხველს დახმარებას ვთხოვთ არა სხვა ადამიანებისთვის, რომელთაც საკვები, სამედიცინო დახმარება ან განათლება სჭირდებათ, არამედ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად.

ჩვენთვის დახმარების თხოვნა ადვილი არ არის, მაგრამ კრიტიკული მედია განადგურების ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით ახლა, როცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეა.

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ათასობით, ათი ათასობით, ასი ათასობით ადამიანის ხმაა, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

იმისთვის, რომ ეს ხმა ისმოდეს, „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ უნდა გადარჩეს.

დაეხმარე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, რომ ვიყოთ შენი, შენი ქალაქის, შენი სოფლის, შენი ქვეყნის ხმა.

ჩვენ არ ვიცით რას მოგვიტანს შემდეგი დღე, შემდეგი საათი, მაშინ როცა ახალი, რეპრესიული კანონები მომართულია მედიის გასანადგურებლად, მაგრამ თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლას ვერ შევწყვეტთ.

ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ „ბათუმელების“, „ნეტგაზეთისა“ და კრიტიკული მედიისთვის. ესაა საზოგადოების ბრძოლა საქართველოში დიქტატურის წინააღმდეგ, ბრძოლა დემოკრატიის, ევროპული მომავლის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში ერთმანეთი გვჭირდება.

ყველა ფინანსური შემოწირულობა მნიშვნელოვანია. მცირე ფინანსური მხარდაჭერაც კი ძალას და საშუალებას გვაძლევს, რომ შენი ხმა ისმოდეს, რომ ერთად გადავრჩეთ.

სანამ შენი ხმა ისმის კრიტიკულ მედიაში, საქართველოში ბრძოლა დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად გრძელდება.

ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის!",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები