მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მხარს ვუჭერთ ევროპულ მისწრაფებებს - შვედეთის საელჩო

შვედეთი

შვედეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ ევროპულ მისწრაფებებს", - წერს საელჩო.

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებულმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, როცა ქვეყანაში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარი შემოვიდა. ამის შემდეგ იყო საბჭოთა ოკუპაცია და საქართველომ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები