მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო-უკრაინა

უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა.

„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. ბორდერიზაცია განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.

„რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების" შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უნდა გააუქმოს“, - წერს ოფიციალური კიევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები