მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ ძალადობას - "აი სი არ ჯგუფი"

icr

"მხარს ვუჭერთ საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ საქართველო - მაშასადამე ევროპა!" - წერს ICR ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში.

"აი სი არ ჯგუფი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული.

ჩვენ, ჩვენი საქმიანობით, 30 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ ქვეყნის პროგრესს, მდგრად განვითარებასა და წინსვლას.საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ერის არჩევანია!

აი სი არ ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იდგა და იდგება ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის გზა თავისუფლების, განვითარების, წინსვლისა და პროგრესისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს!

მხარს ვუჭერთ საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ საქართველო - მაშასადამე ევროპა!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები