მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ მზისა და ქარის სადგურების აშენებით, ფონს ვერ გავალთ - ენერგეტიკოსი

გია არაბიძე

პარლამენტში "ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია" წარადგინეს. ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2027 წლის დასაწყისში ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს; 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე BMG-სთან აცხადებს, რომ ქვეყანას პოტენციალი აქვს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს და ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობასაც მიაღწიოს. გია არაბიძის თქმით, რა დოკუმენტიც არ უნდა გაიწეროს, მიზნის მისაღწევად ახალი ობიექტების აშენებაა საჭირო.

"ბუნებრივია, ყოველდღე, ყოველ თვე და ყოველ საათში, შეიძლება არ იყოს ჩვენი გენერაციის საშუალებები საკმარისი, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში. წრიულ ჭრილში არის საშუალება, რომ ქვეყანა ელექტროენერგეტიკის კუთხით თვითკმარი იყოს. პრობლემა არის ის, რომ ჩვენი გენერაციების ექსპლუატაციაში შესვლა გვიანდება. ამ დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ ენერგიების წყაროების ექსპლუატაციაში შესვლაში ჩამორჩენილები ვართ. პრობლემა ვერ მოგვარდება მარტო იმით, რომ მზისა და ქარის სადგურებს ავაშენებთ, ეს ფონს ვერ გაგვიყვანს. სარეზერვო სიმძლავრეებია საჭირო, რომ ჩვენი სისტემა მდგრადი იყოს", - განაცხადა გია არაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები