"8000 მოსავალის" გერმანიაში ქართული ღვინის მაღაზიის კონცეფცია იგივეა, როგორიც საქართველოში. კომპანია მხოლოდ ქართულ ღვინოებს გაყიდის და მწარმოებლებს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი შესაძლებლობა აქვთ ახლა უკვე უფრო მეტ უცხოელ მომხმარებელს მოაწონონ ქართული ღვინო. თან, როგორც ირაკლი ჩხაიძე ამბობს, მათთვის, ანუ ქართველი მეღვინეებისთვის, მხოლოდ ერთი პირობაა შესასრულებელი - კარგი ხარისხის ღვინო ჩამოასხან.
ირაკლი ჩხაიძე - "8000 მოსავალის" თანადამფუძნებელი/დირექტორი;