მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული ავეჯის მწარმოებელი “ბექაური არტი”

მხოლოდ ქართულის რუბრიკით საქართველოს ავეჯის ინდუსტრიის ერთ-ერთ წევრზე გიყვებით. საუბარია კომპანია - ბექაური არტზე, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ყველანაირი ტიპის ავეჯის დიზაინს და აწყობას სთავაზობს.ბექაური არტი დიდი დიღმის ტერიტორიაზე ორ სართულიან შენობას ფლობს. შენობის პირველი სართული საწარმოა, ხოლო მეორე სართული საგამოფენო სივრცისთვისაა დათმობილი, რათა მომხმარებლისთვის არჩევანი კიდევ უფრო გამარტივდეს. კომპანია მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიახლეზე მუშაობს, ბექაური არტი“ გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც მეორე საწარმოს აშენებს. , ამ ეტაპზე საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდის შემდეგ, კადრების დამატებაც იგეგმება.

სტუმარი: ცოტნე ხატისაშვილი - “ბექაური არტის” გაყიდვების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები