ქართული კრაფტ ლუდის ლუდსახარში "ბაიო" - კომპანია, რომელიც რამდენიმე სახეობის სხვადასხვა ტიპის კრაფტ ლუდს აწარმოებს. როგორც ამერიკული სტილის IPA-ებს, ასევე გერმანულ და ბელგიურ სტილებს, ლუდებს ციტრუსისა და ტროპიკული ხილის არომატებით, ასევე შავ და ღია ფერის ლუდს. „ბაიოს“ ლუდი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, წარმოების 99% თბილისში, სხვადასხვა მაღაზია-ბარშია ხელმისაწვდომი.
გიორგი მარუაშვილი - Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი;