მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#მხოლოდქართული - “დინო” - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო - ეს ორი სიტყვა ყველაზე კარგად აღწერს კომპანია “დინოს” პროდუქციას. ქართული ბრენდის, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკომეგობრულ ხის ავეჯს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად დინო მონტესორის ავეჯს ამზადებს, რომელიც პატარების ინდივიდუალური განვითარებისთვის შეიქმნა. ის ხელს უწყობს მოძრაობის კოორდინაციას, წონასწორობის შენარჩუნებას და დამოუკიდებლობის განვითარებას. ქართული კომპანია დინო ორიენტირებულია ხარისხზე და მისი დამფუძნებელი, დინოს გუნდთან ერთად ცდლობს შექმნას ავეჯი, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო და სანდო იქნება. დინო იმ წარმოებებს შორის არის, რომლებმაც ერთობის იდეით, მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე უარი თქვეს. ამ ფონზე, როგორ ჩაიარა სადღესასწაულო პერიოდმა დინოსთვის?

სტუმარი: ვივია გურგენიშვილი - “დინოს” დამფუძნებელი;

მარიამ იზორია - #მხოლოდქართული, ავტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები