ძველი სუფრა - ეს არის ბრენდი, რომელიც წლებია ქმნის ძველ ქართულ ლურჯ სუფრებს, ტრადიციული ელემენტებით და დეტალებით. ამბავი 1998 წლიდან იწყება თუმცა ბრენდი უკვე 2020 წლიდან იწყებს თანამედროვე სახით ოპერირებას. განვითარებაც პროცესის ნაწილია და დღეს ლურჯი სუფრით დაწყებული ბიზნესი არაერთ პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის სიახლეს - ჭურჭელს და მინის ჭურჭელს. ადგილობრივი წარმოების პროდუქტი მალე ამერიკის ბაზარზე გავა და ექსპორტის გეგმაც სწორედ - მოთხოვნის პარალელურად გაჩნდა.
გიორგი ალანია - „ძველი სუფრა“, დამფუძნებელი
თეკლა ერქვანიძე - “ძველი სუფრა”, დამფუძნებელი