მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული ინოვაციური წარმოება Atom Kids

ქართული კომპანია ატომ ქიდსის ისტორია, 2018 წელს დაიწყო. წლების წინ კომპანიამ მიზნად დაისახა ბავშვებში მეცნიერებისადმი ინტერესი გაეზარდა და ამ მოტივით შემეცნებითი, ექსპერიმენტული თამაშები შექმნა, რომლებიც სტემ მიმართულებებს მოიცავს. იდეამ გაამართლა. დღეს ატომ ქიდსი არაერთ კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს, რაც ყველაზე მთავარია კომპანიამ შეძლო და ბავშვების თუნდაც მცირე დროით გაჯეტებს მოწყვიტა. ატომსის განვითარების გეგმა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ უკავშირდება. მალე ქართულ ექსპერიმენტებს ექსპორტზეც ვიხილავთ.

სტუმარი: ნინო ბარამიძე - ATOM KIDS-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები