გამაჯანსაღებელი სასმლის - კომბუჩას საწარმოს, "ჰენკას" შესახებ გიყვებით დღევანდელ მხოლოდ ქართულის რუბრიკაში. ჰენკა ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა იმ იდეით, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ჯანსაღი, სასარგებლო სასმელი მიეწოდებინათ. თავიდან პროდუქტი ბაზრისთვის სიახლე იყო, თუმცა მალევე, საკმაოდ დიდი დაინტერესებაც გამოიწვია, რის გამოც კომპანიის დამფუძნებლებს საწარმოს გაფართოება მოუწიათ და ამჟამად, ნატახტარში ინდუსტრიულ წარმოებასაც ეწევიან, რომელიც სულ ახლახან დაიწყეს. წინ დიდი გეგმები აქვთ, მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.