მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - “ლილიეტოს” მცენარეები

ქართული ბრენდი, რომელმაც ოთახის მცენარეების მიმართულებით განსხვავებული კონცეფცია შექმნა და სულ რაღაც 500-ლარიანი საწყისი კაპიტალით საინტერესო ბიზნესი განავითარა.

ოთახის მცენარეების სტუდიაა, რომელმაც მომხმარებელს მზა, საგულდაგულოდ მოვლილი, ექსკლუზიურ ქოთნებში გადარგული და დახვეწილად შეფუთული მცენარეები შესთავაზა. ბრენდის დამფუძნებელმა, რომლის უკანაც მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში დაგროვილი 15-წლიანი გამოცდილება დგას, სულ რაღაც 500-ლარიანი საწყისი კაპიტალით შექმნა საქმე, რომელიც დღეს მხოლოდ მწვანე დეკორს კი არა, ადამიანების ყოველდღიურობაში სიმშვიდეს, ჰარმონიასა და ესთეტიკას შემოიტანს. დროსთან ერთად კომპანიის ისტორიამ ახალი ეტაპი შეიძინა - „ლილიეტომ“ გახსნა ვორქშოფების სივრცე „პაუზა“. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ყოველდღიური რუტინისგან ითიშებიან, საკუთარ თავს სიმშვიდის უფლებას აძლევენ და თან შემოქმედებითად იტვირთებიან - ქმნიან, სწავლობენ და ბუნებასთან კავშირს ახლებურად აღმოაჩენენ. ასე იქცა პატარა იდეა სივრცედ, სადაც მცენარეებზე ზრუნვა შინაგან სიმშვიდესა და შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთიანდება. როგორ დაიწყო ეს ისტორია, როგორ იქცა პატარა იდეა მზარდ ბიზნესად და რა გეგმები აქვს კომპანიას?

სტუმარი: მარი კევლიშვილი - “ლილიეტოს” დამფუძნებელი

მარიამ იზორია - #მხოლოდქართული, ავტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები