მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#მხოლოდქართული: OPEN AIR 2025

წელს Open Air გამორჩეული იყო. ადგილი იგივე, ბუნება იგივე, მსმენელიც იგივე, თუმცა სცენა იქცა სივრცედ, სადაც მხოლოდ ქართველი არტისტების ხმა გაისმა - ხმა, რომელიც პირდაპირ საქართველოდან ისმოდა და მთელ მსოფლიოს გააგონა, რას ნიშნავს ჩვენთვის თავისუფლება.

არტისტებმა, პოლიტიკური შეხედულების, ასაკის თუ გემოვნების მიუხედავად, თითოეულმა მათგანმა სცენაზე საკუთარი თავისუფლება აიტანა - როგორც მუსიკა და როგორც სიჩუმის დამრღვევი ხმა. ეს იყო ორ-დღიანი, მუსიკით გადმოცემული სურვილი, რომელიც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ აღნიშვნამდე - უქმე დღეებზე გადანაწილდა.

მინდორზე გაშლილ ფესტივალს, ზოგი მუსიკის მოსასმენად სტუმრობდა, ზოგი მეგობრების სანახავად, ნაწილი თან განტვირთვას ცდილობდა და თან მუშაობდა - აი ამ უკანასკნელ მსმენელებს შორის იყვნენ, ჩვენი გუნდიდან - მარიამ იზორია და თიკო ნატმელაძე. იმიტომ რომ თქვენამდე მოეტანათ ის ემოცია, რაც შაბათ-კვირას, ლისი ვონდერლანდში გაიმართა.

სტუმარი: სოფო ებრალიძე - Tbilisi Open Air-ის წარმომადგენელი

თიკო ნატმელაძე - #მხოლოდქართული, ავტორი;

მარიამ იზორია - #მხოლოდქართული, ავტორი;ტრანსკრიპტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები