მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - პურის ბრენდი “დილის კარი”

საქმიანი დილას ეთერში მხოლოდქართულის რუბრიკით ვხსნით სტუმრიანობას,ეს რუბრიკა მხარდაჭერილია კომპანია ჯიემფარმას მიერ, და სეზონის მიწურულს და გიყვებით, ქართული პურის ახალი ბრენდზე, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ახალი ბრენდი ამ დრომდე ბაზარზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. "დილისკარის" მიზანი მასობრივი წარმოება არ არის. მათი მთავარი მისია უნიკალური, მივიწყებული ქართული კულინარიული მემკვიდრეობის აღდგენა და განვითარებაა. საწარმოს ასორტიმენტის საფუძველი სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი თხელი ლავაშია. დამფუძნებლების თქმით, მათ სურთ ტრადიციული ქართული პური თანამედროვე ინდუსტრიულ სტანდარტებში მოაქციონ და დაამტკიცონ, რომ ავთენტურ ქართულ ნაწარმს სრულად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ პოპულარულ ევროპულ პროდუქტებს, როგორიც, მაგალითად, ფრანგული ბაგეტი ან იტალიური ჩაბატაა.

სტუმრები: ლექსანდრე გვარამაძე - “დილისკარის” თანადამფუძნებელი; მარეხი გვარამაძე - “დილისკარის” თანადამფუძნებელი

მარიამ იზორია - #მხოლოდქართული, ავტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები