პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა წლების წინ პურის წარმოება დაიწყო. იდეა, რომლის გარშემოც ბიზნეს მოდელი შეიქმნა, ჯანსაღი პურის დამზადებას გულისხმობდა. საჭიროება მაშინ გაჩნდა, როდესაც გამოცდილებამ აჩვენა, რომ პური, ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი, შესაბამისი ტექნოლოგიით უნდა გამოცხვეს. ის უნდა შეიცავდეს მცენარეულ ბოჭკოებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. იდეა რეალობად იქცა. იქცა სიტყვით იოლი გადმოსაცემია როცა იცი, რამხელა შრომის და თავდადების შედეგად შეიქმნა დამზადების მეთოდი, ტექნოლოგია, რომლითაც დღეს უკვე პური „მარგი“ იქმნება. როგორც მარგის შემოქმედი ამბობს, მედიცინის და ბიზნესის ინტერესები დაემთხვა. დღეს კი მთავარ მიღწევებს შორის მარგის ტექნოლოგიაა, რომელიც დაპატენტებულია შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.