ერთი წლის წინ ქართველმა წყვილმა, რომლებიც პანამაში სამსახურებრივი საქმიანობის გამო მოხვდნენ, ამ შორეულ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის ამოქმედება და არც მეტი და ნაკლები ქართული რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს და ასე, ოკეანის მიღმა, ცენტრალურ ამერიკაში ქართული კულინარიის, კულტურის და სტუმარმასპინძლობის კერა შექმნეს, რომლითაც პანამის მოსახლეობას და იქ ჩასულ ტურისტებს საქართველო გააცნეს.
სტუმრები: გუგა ხელაშვილი - LAMRO-ს თანადამფუძნებელი;
ელენე დიღმელაშვილი - LAMRO-ს თანადამფუძნებელი
თიკო ნატმელაძე - #მხოლოდქართული, ავტორი;


































