"მხოლოდ ქართულის" რუბრიკით ერთ ძალიან საინტერესო ობიექტზე გიყვებით, რომლის სერვისიც იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ობიექტი. საუბარია - "ტივზე", რომელიც ერთი მხრივ მდინარე მტკვარზე განთავსებული რესტორანია და მომხმარებელს კერძებისა და სასმლის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მეორე მხრივ კი მტკვარზე ტივით - კატერით გასეირნების სერვისს აერთიანებს. როგორც ტივის დამფუძნებელი ამბობს, მთავარი იდეა ადგილობრივებში მდინარე მტკვრით დაინტერესებას და ამ სერვისის პოპულარიზაციას ეფუძნება. პირველადი მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია, რადგან დღეს ტივს საკმაოდ ბევრი და რაც მთავარია მზარდი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა გეგმები ბევრია.
სტუმარი:
ნიკოლოზ კორკოტაძე - “ტივი”, დამფუძნებელი;
მარიამ იზორია - #მხოლოდქართული-ს ავტორი;