მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული საკონდიტრო “დუშეფი”

"დუშეფი" ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ევროპულ, განსხვავებულ და კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. გარდა "დუშეფის" კაფესა, რომელიც თბილისში ორ მისამართზე მდებარეობს, ის სასწავლო სკოლასაც აერთიანებს. "დუშეფის" შეფმა, ხათუნა ბაკურაძემ, გადაწყვიტა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში 6 წლის განმავლობაში, მათ შორის, საზღვარგარეთ სწავლის პროცესში დააგროვა, სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო და სკოლა შექმნა. დღეს სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს და უამრავ ადამიანს ახალი პროფესიის ათვისებაში ეხმარება. აღსანიშნია, რომ "დუშეფის" საკონდიტრო სკოლაში გამოცდილი კონდიტრებიც ერთიანდებიან, რომლებიც კვალიფიკაციას იმაღლებენ.

ხათუნა ბაკურაძე - „დუშეფის“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები