მხოლოდ ქართულის რუბრიკის ფარგლებში უნდა გაგაცნოთ კომპანია, რომელმაც შექმნის დღიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია დაისახა მიზნად. იდეა და მიზანი - დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგად ბიზნესად იქცა და ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონსერვანტებისგან თავისუფალი, გემრიელი "სნექი"- სახელად “ლუმბა” გამოჩნდა. ბრენდი დღეს სამი სახის პროდუქტს, ენერგეტიკულ ბარებს, ბურთებს და ჯანსაღ გრანოლას აწარმოებს. ლუმბას პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც გაჩნდა.
სტუმრები: ნანიკო კლდიაშვილი - "ლუმბა", დამფუძნებელი;
მაშო იოსელიანი - "ლუმბა", დირექტორი