მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: STEMit - ქართული სათამაშოები ბავშვების განათლებისთვის

ორი თვის წინ ქართულ ბაზარზე მექანიკური და ელექტრო-მექანიკური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია STEMit გამოჩნდა, რომლის მთავარი იდეაც განათლების სისტემის შეცვლა, მისი თანამედროვე რეალობაზე მორგება და მოსწავლეებისთვის ტექნიკური საგნების - ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის პრაქტიკული პროდუქტის საფუძველზე სწავლების გამარტივებაა. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები კერძო და საჯარო სკოლები არიან, რომლებსაც სთიმითის პროდუქტებით სწავლების ცალკე კურსები აქვთ დანერგილი. თითოეული პროდუქტი სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებისთვისაა განკუთვნილი და მათი სამომავლო გეგმა საერთაშორისო ბაზარზე გასვლაცაა. მანამდე კი ქართული განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მხოლოდ ქართულის რუბრიკაში დღეს სწორედ სთიმითის ისტორიასა და მიზნებზე გიყვებით

მამუკა აფაქიძე - STEMit-ის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები