მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მკვლევარები პარკინსონის დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმომჩენი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ

5d8b790c30895
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 20:00
822
ფრანგი მკვლევარები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (MRI) მძლავრი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ადრეულ ეტაპზე შესაძლებელს გახდის ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებას, როგორიცაა, პარკინსონის დაავადება.

Reuters-ის ცნობით, აპარატზე მუშაობა Iseult-ის პროექტის ფარგლებში, საფრანგეთის ატომური ენერგიისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების კომისარიატის (CAE) ეგიდით მიმდინარეობს.

მეცნიერების განცხადებით, ახალი მოწყობილობა, თანამედროვე ტექნიკაზე ასჯერ დეტალიზირებულ ფოტოს აჩვენებს. მისი შექმნა და გამოშვება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„ჩვენი ვარაუდებით, რომ ამ დანადგარის წყალობით, დაავადებების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება და მათი დეტალური დაკვირვება შეგვეძლება’’ ,- აცხადებს მეცნიერი და პროექტის ხელმძღვანელი ნიკოლ ბულანი.

მისივე ინფორმაციით, მოწყობილობა საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, ტვინის სტრუქტურის ზუსტი მონაცემების დაკვირვება და ბიოქიმიური პროცესების შესწავლა მოახდინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები