მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკვლევარების დასკვნა: დახურულ სივრცეში COVID-19-ის ნაწილაკები რამდენიმე წუთი ცოცხლობს

5e904aa4d39d0
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.20 16:02
3528
ეპიდემიოლოგთა და მკვლევართა აზრით, კორონავირუსის ნაწილაკები ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.

"წინასწარი კვლევები გვაჩვენებს, რომ ვირუსის მატარებელი ნაწილაკები იმაზე მეტხანს რჩება ჰაერში, ვიდრე ეს თავიდან იყო ცნობილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ გადატვირთულ საჯარო დახურულ სივრეებს", - ნათქვამია ეპიდემიოლოგების განცხადებაში.

მკვლევართა განცხადებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი მეორე ჯანმრთელ ადამიანს ეკონტაქტება, ან სრულიად შემთხვევით მასთან ახლოს ჩაივლის, ამ პროცესში კი დაავადებული ახველებს, საუბრობს ან თუნდაც აცემინებს, საკმარისია ინფექციის გავრცელებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამიც კი.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, ადამიანებმა მკაცრად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში. უწყების განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ატაროს პირბადე, რათა დაავადების გავრცელების პრევენციას შეუწყონ ხელი.