მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკვლევრების თქმით ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა ნეფერტიტის საფლავი იმალებოდეს

ტუტანხამონი

მეცნიერული ჟურნალის Nature-ის თანახმად, ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მეფეთა ხეობაში, ძველი ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის სამარხის მახლობლად, შესაძლოა დამალული ოთახები (კამერები) არსებობდეს.

მიწისქვეშა სივრის შესწავლისას არქეოლოგებმა და გეოფიზიკოსებმა გამჭოლი რადარი (GPR) და მიკროგრავიტაციული კვლევები (მეთოდი, რომელიც მიწისქვეშა სიმკვრივის ცვლილებებს დედამიწის გრავიტაციულ ველში უმცირესი ცვლილებების დაფიქსირებით ავლენს) გამოიყენეს. გუნდმა დაახლოებით 35 კვადრატული მეტრის ფართობზე 1 200-ზე მეტი გაზომვა ჩაატარა.

მთავარი მკვლევრის, მამდუჰ ელდამატის, თქმით, კვლევის შედეგები მტკიცედ მიუთითებს „კორიდორებისა და ოთახების ფარული კომპლექსის“ არსებობაზე, რომელიც შესაძლოა ტუტანხამონის დაკრძალვამდე აეშენებინათ. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ, ტუტანხამონის სამარხის გარეთ დაახლოებით ორი მეტრის სიგანის კორიდორი შეიძლება არსებობდეს.

ვარაუდმა, რომ ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა კიდევ რაიმე არსებობდეს, პირველად ყურადღება 2015 წელს მიიპყრო, როდესაც ბრიტანელმა ეგვიპტოლოგმა ნიკოლას რივზმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტუტანხამონის სამარხი, შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხსაც მოიცავდეს. ნეფერტიტი, გავრცელებული მოსაზრებით, ტუტანხამონის მეუღლის დედა იყო. 1922 წელს აღმოჩენილი სამარხი სამეფო დაკრძალვისთვის უჩვეულოდ პატარაა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ იგი ტუტანხამონის დაკრძალვამდე უფრო მასშტაბური შეიძლება ყოფილიყო.

სამარხის შესწავლითი სამუშაოების გაგრძელება ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოსგან ნებართვის მიღებაზე იქნება დამოკიდებული. ნებართვის შემთხვევაში, მკვლევრებს შეეძლებათ, სამარხის მიღმა არსებული სივრცის შესასწავლად სამარხის კედლები გაბურღონ და მინიატიურული კამერებით დაათვალიერონ ის. ნებართვის მიღების შემთხვევაში სამუშაოები შესაძლოა ნოემბრიდან დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები