მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მკვლევრებისთვის ფულბრაიტის პროგრამა გამოცხადდა

ფულბრაიტი
23.09.25 19:00
1838

მკვლევრებისთვის ფულბრაიტის პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"პროგრამა განკუთვნილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების ან კვლევის მიზნით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ტიპის ვიზის მიღების კრიტერიუმებს, რაც ასევე გულისხმობს, პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 2 წლით.

ფულბრაიტისთვის შერჩეული წარმატებული პროექტები და კვლევითი წინადადებები უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტებს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ინოვაციური იდეები ხელს უწყობს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და წარმატებულ ამერიკას, ასევე ქმნის გრძელვადიან გლობალურ თანამშრომლობებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები