მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ML Taxi: საფინანსო ორგანიზაციებიდან სტარტაპების დაფინანსებაზე პირდაპირი უარია

5b90d81ea7d36
BM.GE
06.09.18 13:20
1012
საფინანსო ორგანიზაციებიდან სტარტაპების დაფინანსებაზე პირდაპირი უარია,- ამის შესახებ bm.ge-ს ტაქსის კომპანიის ML Taxi-ს ხელმძღვანელმა ზურაბ ფირცხალავამ განუცხადა.

მისი თქმით, ბანკიდან სესხის აღების მცდელობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჰქონდა, თუმცა, დაფინანსება ვერ მიიღო.

„ჯერ აეწყვეთ, იმუშავეთ, შემოსავალი გაიჩინეთ და კარგად როცა გექნებათ შემოსავალი, მერე დაგაფინანსებთ,- ასეთია მათი პასუხი. თუ გვექნება შემოსავალი, აღარ გვჭირდება ბანკების დაფინანსება“,- ამბობს ტაქსების კომპანიის წარმომადგენელი.

მისი თქმით, საქართველოში სტარტაპისთვის მიუწვდომელია თანხები და ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ML TAXI ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. სტარტაპი მომხმარებლებს ინოვაციურ შეთავაზებას სთავაზობს. მომხმარებლებს ML TAXI-ით მგზავრობისას WIFI-თ და სააფთიაქო ყუთით სარგებლობა შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები