"მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ", - ამის შესახებ განცხადებას "სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანების წევრები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გმობენ.
"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის- თავისუფლება , ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.ასევე ვგმბობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.