მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია" - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

სს

"მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ", - ამის შესახებ განცხადებას "სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანების წევრები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გმობენ.

"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის- თავისუფლება , ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.ასევე ვგმბობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება-არჩილ მორჩილაძე;
  • კარდიოქირურგთა ასოციაციის გამგეობა. ზაზა კაციტაძე, ზვიად ბახუტაშვილი
  • ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა სკოლა ცოტნე სამადაშვილი;
  • ფსიქიატრთა საზოგადოება ნინო ოკრიბელაშვილი;
  • საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია- გიორგი გალდავა;
  • "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" მარიკა ალფაიძე;
  • საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია დავით აბულაძე;
  • ალიანსი კიბოს წინააღმდეგ - მიხეილ ჯანჯალია;
  • “ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი” მარინა შიხაშვილი;
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ამბროსი პერტია;
  • საქართველოს მეანგინეკოლოგთა ასოციაცია თენგიზ ასათიანი;
  • საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლიგიის ასოციაცია მალხაზ მიზანდარი;
  • კარდიოლოგთა საზოგადოება-არჩილ ჩუხრუკიძე;
  • ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია - გია თომაძე;
  • ონკოლოგთა ასოციაცია - გურამ მენთეშაშვილი;
  • მეანგინეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაცია-ნიკოლოზ კინტრაია
  • რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაცია - დარეჯან ლომიძე;
  • საქართველოს პედიატრთა აკადემია- მაია ჩხაიძე;
  • "ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა" ლიანა სირაძე;
  • საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაცია-ზურაბ ფაღავა;
  • ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაცია ლიკა ჯანაშვილი;
  • ნეიროქირურგთა ასოციაცია გიორგი ინგოროყვა;
  • ორთოპედ - ტრავმატოლოგთა კავშირი ზურაბ ხაბეიშვილი

    ხელმომწერები განახლდება -

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები