მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მნიშვნელოვანი არა სამინისტროების გაერთიანება, არამედ მათი ფუნქციონალურად შერწყმაა"

5b27c1b6a5d08
მეგი კავთუაშვილი
18.06.18 19:00
742
ყოფილი ფინანსთა მინისტრი, PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის დასმულ აქცენტებს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, სამთავრობო რეორგანიზაცია, დაანონსებული რეფორმები და გაცხადებული პრიორიტეტები, მისაღებია. ხოლო სამინისტროების გაერთიანების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა სამინისტროების ტექნიკური გაერთიანება, არამედ ფუნქციონალურად შერწყმა. ლექსო ალექსიშვილმა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც შეაფასა.

„მისი ფინანსთა მინისტრობის დროს გაკეთებული ინიციატივები, რომელიც ეხებოდა საგადასახადო თემატიკას მიმაჩნია რომ იყო აბსოლიტურად სწორი. მათ შორის, მაგალითისთვის შეგვიძლია ვახსენოთ დღგ-ის უკან დაბრუნების თემა, რომელიც ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის. ეს არის სახასიათო, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი არის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური ზრდის პირობა. რაც შეეხებოდა მეორე საკითხს, - ჭარბვალიანობას, მიმაჩნია რომ ზედმეტად მკაცრი იყო გადაწყვეტილებები, რიგ შემთხვევაში კი არათანაბარზომიერი, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ამან შეიძლება მოახდინოს მოხმარების შემცირება და იმოქმედოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებაზე. ეს მგონია რომ ზედმეტად გადაჭარბებული იყო.“ - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები