მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მნიშვნელოვანია, ADB მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით"

5ccff3d8f02df
თელარა გელანტია
06.05.19 12:43
641
მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბიზნესსესიასა და მმართველთა პლენარულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ სექტორებზე უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი ბანკის სამომავლო სტრატეგიაში.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის სტატუსით, ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბანკის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წევრ ქვეყნებში ADB-ს მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სექტორში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროგრესსა და ამჟამად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, აღნიშნა რა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას აზიის განვითარების ბანკის წევრ სახელმწიფოებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები