საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მწარმოებელთა ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებისა და ბიზნეს პროცესი ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს და ეს იყოს ღია და ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს და ინვესტორის იმიჯს და შეფერხება არ იქნება", - განაცხადა სილაგავამ.
კითხვაზე, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამ პროცესში ბიზნეს გარემოს, სილაგავამ უპასუხა: "გარკვეული პროექტები ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, კერძო სექტორის მიერ და შესაბამისად, ასეთი დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია".

























